weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა – TI

11:30 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020
ფოტოზე TI-ის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ფოტოზე TI-ის აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (Transparency International) მედიის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, წინა წლის მსგავსად, მაღალია იმ რესპოდენტების ოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის საქმიანობაში ერევა, რათა უზრუნველყოს მოვლენების მისთვის მისაღები ფორმით გაშუქება. 

კერძოდ, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ხელისუფლება ხანდახან (45%) ან ყოველთვის (26%) ერევა მედიის საქმიანობაში.

გამოკითხულთა 50% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ იმ მედიის წარმომადგენლების შევიწროება, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, უფრო (39%) ან ძალიან გავრცელებულია (11%).

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობას სმენია ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი „ფეისბუკის“ გვერდების შესახებ. კითხვაზე, თუ რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული „ფეისბუკში“ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი გვერდების შესახებ, აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 53%-ს მსგავსი გვერდების შესახებ სმენია, რაც 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 17%-ით მეტია.

გასული წლის დეკემბერში „ფეისბუკმა“ საქართველოში, „კოორდინებული არაავთენტური ქცევის“ გამო, ასობით გვერდი წაშალა. იმ 53%-დან, რომელსაც „ფეისბუკის“ ყალბი გვერდების შესახებ სმენია, 70% ამ ფაქტის შესახებაც ინფორმირებულია, თუმცა, 46%-მა არ იცის, ვინ დგას ამ გვერდების უკან.

„სოციალურ მედიაში დეზინფორმაციასთან ბრძოლა ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. საქართველოში ეს პრობლება განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ მძაფრდება, როცა პოლიტიკური ძალები, მათ შორის ყველაზე აქტიურად მმართველი პარტია, ყალბ გვერდებს ოპონენტების და არა მხოლოდ მათი დისკრედიტაციის მიზნით იყენებენ“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]